Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ასოცირებული პროფესორების რუსუდან სეთურიძის, მარინა ჩავლეიშვილისა და ვასილ კიკუტაძის სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალში

მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალში „Kybernetes“ (CiteScore: 6.1; Impact Factor: 2.9), რომელიც ინდექსირებულია Scopus და Web of Science ბაზებში გამოქვეყნდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი:  
Seturidze, R., Chavleishvili, M. and Kikutadze, V. (2025), "The efficacy of modern information technologies in the teaching and learning of green economy concepts within higher education institutions", Kybernetes , Vol. ahead-of-print No. ahead-of-print. https://doi.org/10.1108/K-08-2024-2318
კვლევაში განხილულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობა მწვანე ეკონომიკის კონცეფციების სწავლება-სწავლის პროცესში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური განათლების ინტეგრაციას და ამ მიმართულებით არსებული საგანმანათლებლო პრაქტიკების გაუმჯობესებას.

 


 

თარიღი: 15/07/2025